
რობოტების ქალაქი, რომელშიც მუდამ ზეთის სუნი დგას და ყველაფერი ჟანგით არის დაფარული, გიგანტური მომართული მექანიზმის ცხოვრებით ცხოვრობს. ქალაქის მობინადრეებს საკუთარი პრობლემები აქვთ და არაფერი ესაქმებათ პატარა რობოტთან, რომელიც ხულიგნებმა დაშალეს და ქალაქის ნაგავსაყრელზე გადააგდეს... აქ იწყება პატარა რობოტი ლუნას გზა, რომელმაც უნდა მოძებნოს და ჭკუა ასწავლოს ხულიგნებს. გზაში მან უნდა გადაარჩინოს გატაცებული შეყვარებული, იპოვნოს და განნაღმოს ჭურვი, რომელიც კოშკშია დამალული და გაიცნოს ქალაქის ყველაზე უცნაური ბინადრები... და ვინ იცის რითი დასრულდება პატარა ლუნას დიდი თავგადასავალი...(V)
|